პროექტი არესი


ციფრული ანტიკური ბიბლიოთეკა



პროექტის მიზანი
შეიქმნას ციფრული ანტიკური ბიბლიოთეკა, რომლის სამიზნე აუდიტორია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის პროფესიონალი კლასიკური ფილოლოგები და სტუდენტები.
თემატიკის ფარგლები:
ბიბლიოთეკა შეიძლება მოიცავდეს გრეკო-რომაული მასალების ქართულ თარგმანებს, და ამავე თემატიკაზე დაწერილ ნაშრომებს.
რა გაკეთდა?
ამ მომენტისთვის მოძიებულია 68-მდე ნაშრომი. მათი უმეტესობა ჯერ-ჯერობით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და ეტაპობრივად მოხდება გამოქვეყნება, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დეტალების გარკვევის შემდეგ.
შემიძლია კონტრიბუცია?
რა თქმა უნდა! თუ გაქვთ თემატურად შესაბამისი ელექტრონული ნაშრომი ან წიგნი, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ.
რომელი ნაშრომები გაქვთ?
სიის გადმოწერა CSV ფორმატში შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან CSV-ს ექსპორტი

სიაში არსებული, საჯაროდ ხელმიუწვდომელი, საბიბლიოთეკო ერთეულებიდან, თუ გაქვთ კონტაქტი მათ ავტორთან, მთარგმნელთან ან გამომცემლობასთან, შეგიძლიათ ქვემოთ ხსენებულ ფეისბუქ ჯგუფში დაამატოთ.

როგორ დაგიკავშირდეთ?
ამ ეტაპისთვის საკონტაქტოდ გამოიყენება შემდეგი Facebook ჯგუფი